"ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს - უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლიზ ტრასიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს გააუქმებს.
„ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს. 2023 წლისთვის გავაუქმებ ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, თუ პრემიერ-მინისტრი გავხდები “, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ თავს მეამბოხე უწოდა - "ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება მსურს", - განაცხადა ტრასიმ.